დღის განმავლობაში, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5%-ზე მეტად შემცირდა

25

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, 2017 წლის 31 აგვისტოდან მოყოლებული, ბარელზე 51 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა.

ბოლოს, Brent-ის მარკის ნავთობი ბარელზე 51 აშშ დოლარზე ნაკლები 2017 წლის 31 აგვისტოს ღირდა, როდესაც მისმა ღირებულებამ ბარელზე 50,56 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI-ის მარკის ნავთობის ფასი კი 6%-ზე მეტით შემცირდა და ბარელზე 42,97 აშშ დოლარი შეადგინა.

ამის ფონზე კი, შტატებში, წლის განმავლობაში, ხელისუფლების მუშაობის ფინანსირება, იგივე შათდაუნი უკვე მესამედ მოხდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კონგრესმა ახალი ბიუჯეტის განხილვა ვერ მოასწრო. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუკი მასში არ იქნება შესული მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის განკუთვნილი დაფინანსება. აღნიშნული ხარჯების წინააღმდეგნი არიან დემოკრატები.

Comments
Loading...