დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

7

დღეიდან, 22 ივნისიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.

პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში. ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება იქნება კვლავ სავალდებულო.

​ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. წესის დარღვევისთვის ასეულობით მოქალაქეს აჯარიმებდნენ. ჯარიმა 20 ლარია.

Comments
Loading...