დღეიდან რუსეთში გაცემულ VISA და Mastercard-ის ბარათებს საქართველოში ვეღარ გამოიყენებენ

20

“საქართველოს საბანკო ასოციაცია” აცხადებს, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათებიდან თანხის განაღდება ვეღარ მოხერხდება.

ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, VISA და Mastercard ბარათებმა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება, რის შედეგადაც რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები საზღვარგარეთ არ იმუშავებს. ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.

რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება.

“გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება.

შედეგად, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.

დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება – აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც.” – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...