დღეიდან რესტორნები და კაფეები, შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეებშიც მიიღებენ

8

1 ივნისიდან, კვების ობიექტების დახურული სივრცეები უქმე დღეებშიც იმუშავებენ. ამასთან, ისევ აკრძალულია ქორწილების, წვეულებებისა და ქელეხების გამართვა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება, 25 მაისს კი, უქმე დღეებში დახურულ სივრცეში სტუმრების მიღების აკრძალვაც გააუქმა.

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტურისტული სეზონის დაწყება დასახელდა. ამასთან 23:00-დან 05:00 საათამდე საქართველოში ისევ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

Comments
Loading...