დღეიდან “თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის გაზი თითქმის 8 თეთრით გაძვირდება

5

1 ივნისიდან თბილისში ამოქმედდა გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფი. კომპანია „თბილისი ენერჯის“ აბონენტები კუბურ მეტს ბუნებრივ გაზში, დღგ-ს ჩათვლით გადაიხდიან 53.972 თეთრს. დღემდე თბილისში კუბური მეტრი გაზი 46.138 თეთრი ღირდა. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი 7.834 თეთრით გაიზარდა.

კორექტირებული ტარიფი 27 მაისს დაამტკიცა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. „თბილისი ენერჯიმ“ ტარიფის კორექტირების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ვალუტის კურსის გამო, გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, შედეგად კი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 25 მილიონი ლარით იზარალა და საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას ითხოვს.

Comments
Loading...