დღეიდან ვაკის რაიონში მდებარე სამივე უფასო სასადილოში კორონავირუსისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა

40

ნუცუბიძის ფერდობის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ცენტრალური ვაკის ბენეფიციარებს საკვებს დატრენინგებული მოხალისეები, უსაფრთხოების წესების დაცვით, სპეციალური ეკიპირებით, სახლში მიუტანენ. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება ეხება განსაკუთრებული რისკის ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს.

ვაკის რაიონში რეგისტრირებულ რამდენიმე ასეთ ბენეფიციარს საკვები უკვე დაურიგდა. სახლში მიტანის აუცილებლობის მქონე ამ კატეგორიის ბენეფიციარებმა უნდა დარეკონ თბილისის მერიის ცხელი ხაზზე – 2 72 22 22 და განაცხადონ, რომ საჭიროებენ აღნიშნული მომსახურების მიღებას.

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან.

Comments
Loading...