დუბაიში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

36

სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის გასაზრდელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე სპარსეთის ყურის ქვეყნების 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა არაბულ კომპანიებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს. შეხვედრა ავიაკომპანია Fly Dubai-ს მხარდაჭერით შედგა.

Comments
Loading...