დოჯქოინის ფასი ილონ მასკის SNL-ზე გამოსვლის შემდეგ 30%-ით დაეცა

39

ილონ მასკი, რომელიც თავს Dogefather-ს უწოდებს, შაბათს Saturday Night Live-ზე მონოლოგით წარსდგა. მის გამოჩენას Dogecoin-ის ფასის სწრაფი ვარდნა მოჰყვა.

კრიპტოვალუტის ფასი 29.5 პროცენტით დაეცა და დღემდე ვერ ახერხებს ზრდას. მასკმა თავის მონოლოგში Dogecoin მოიხსენია, თუმცა როგორც ინვესტორთა დიდი ნაწილი ელოდა, ამან ზრდაზე არ იმოქმედა. საქმე იმაშია, რომ ბაზარზე ვარდნა დიდი მოთამაშეების მოულოდნელად გასვლამ გამოიწვია.

პანიკური გაყიდვების დროს Robinhood-ის, ერთ-ერთი ამერიკული ბირჟის, მომხმარებლებმა ტვიტერზე განაცხადეს, რომ ბირჟა გაიჭედა და აღარ მუშაობდა.

კომპანიამ გადატვირთვა დაადასტურა და სერვისი საათზე ნაკლებ დროში აღდგა, თუმცა ეს ძალიან დიდი დროა რადგან Dogecoin-ის ფასი სწრაფად ეცემოდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Robinhood-ს კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში პრობლემები ექმნება. აპრილში, როდესაც Dogecoin-ის ფასის ზრდა სწრაფად დაიწყო, მათ პრობლემა ყიდვა-გაყიდვის ბრძანებების განთავსებაზე შეექმნათ.

Comments
Loading...