დონალდ ტრამპი: რა მშვენიერია, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა!

37

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიოში ნავთობის ფასის დაცემას თავისი დამსახურება უწოდა და აგრეთვე ყურადღება გაამახვილა აშშ-ში ინფლაციის დონის მაჩვენებლის შემცირებას. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

“რა მშვენიერია, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა”, – წერს ტრამპი.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ სხვა კარგი ეკონომიკური სიახლეებიდან კიდევ ის არის აღსანიშნი, რომ შემცირებულია აშშ-ის გადასახადები.

“ამასთან, ინფლაციის მაჩვენებელიც მცირდება”, – წერს პრეზიდენტი.

24 ნოემბერს დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს ნავთობზე ფასების დაცემის გამო.

“დატკბით! ახლა ბარელზე 54 აშშ დოლარია, როდესაც ეს მაჩვენებელი 82 აშშ დოლარს შეადგენდა. დიდი მადლობა საუდის არაბეთს, მაგრამ მოდით, კიდევ უფრო შევამციროთ”, – წერს დონალდ ტრამპი.

ნავთობის ფასების შემცირება ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. 20 ნოემბერს, ბირჟების დახურვისას, Brent-ისა და WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 62,53 და 53,43 აშშ დოლარი იყო. ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 28%-ით შემცირდა, ხოლო WTI-ის – 30%-ით.

Comments
Loading...