დონალდ ტრამპი: თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არ შეიცვლება, აშშ მას დატოვებს

56

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით კიდევ ერთხელ დაიმუქრა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სააგენტო "ბლუმბერგთან" ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორგანიზაცია უკეთესი არ გახდება. "თუ ეს [ორგანიზაცია] არ შეიცვლება, ჩვენ მას დავტოვებთ", – დაიმუქრა ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნისას დაიმუქრა, რომ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი აღარ იქნებოდა. 

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მან თქვა, რომ აშშ-ს ორგანიზაციას დატოვებდა, თუ პროდუქციის ტარიფების დასაცავად გეგმები არ შეიცვლებოდა.

მოგვიანებით, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია ვაშინგტონის მიმართ უსამართლოდ იქცევა.

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აშშ-ს ძალიან ცუდად განიხილავს და ვმედოვნებ, რომ ისინი თავიანთ ქმედებებს შეცვლიან. ისინი ძალიან ცუდად გვექცეოდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ამიტომაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჩვენთვის უსარგებლოა", – განაცხადა ტრამპმა ივლისში.

Comments
Loading...