დონალდ ტრამპის კომპანიამ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე სასტუმრო 375 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

12

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიამ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე Trump International Hotel-ის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.

გამოცემის ცნობით, სასტუმრო 375 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მყიდველი მაიამიში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია CGI Merchant Group-ია. როგორც ცნობილია, ტრამპის სახელწოდება შენობის ფასადიდან მოიხსნება და სასტუმროს სახელწოდება Hilton Worldwide Holdings Inc. იქნება.

გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

ხუთვარსკვლავიანი Trump International Hotel 2016 წლის სექტემბერში ვაშინგტონის ცენტრში გაიხსნა. იგი 1899 წელს აშენებული ყოფილი ფოსტის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. 2020 წელს ტრამპს სურდა თავისი სასტუმრო 500 მილიონ დოლარად გაეყიდა. თუმცა, გარიგება არ განხორციელდა, რადგან პოტენციურმა მყიდველებმა მას 250 მილიონ დოლარზე ნაკლები შესთავაზეს.

Comments
Loading...