დოლართან მიმართებით ლარის კურსი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროსთან 0.72 თეთრით გაუფასურდა

12

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი უცვლელია, შესაბამისად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 3.4363 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.72 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1187 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4265 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.17 თეთრით შემცირდა და 4.7380 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...