დიმიტრი ქუმსიშვილმა MEDEF-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

383

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების "MEDEF"-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კრისტოფ ფონტენი ხელძღვანელობს. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა "ეარბასი", "ალსტრომი", "სოსიეტე ჟენერალი", "პომა", "ობერტიური", "ივეკო ბასი", "ბიურო ვერიტასი" და სხვ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა MEDEF-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. თავის პრეზენტაციაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგია, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობები, სტრუქტურული და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. 

MEDEF-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგული ბიზნეს-გაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან. 

Comments
Loading...