დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე პროექტები განიხილა

452

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელმა იეშიმ ელჰან კაიალარმა საქართველოსა და ADB-ს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მინისტრი ზურაბ ალავიძე. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესში.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი ისეთი გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები როგორიცაა სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო და კანალიზაციის მშენებლობის სამუშაოები; ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გზების სექტორში, ანაკლიის ნაპირდაცვის ღონისძებები და სხვა.

Comments
Loading...