დიმიტრი ქუმსიშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას

205

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილთან" დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობითთ დამტკიცდა.

"პირველ რიგში, მინდა  სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".

Comments
Loading...