დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია

278

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გამოყო სარეიტინგო კომპანია "მუდისის" ბოლო შეფასებაზე, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეფასდა. მთავარ ფაქტორთა შორის, სააგენტომ დადებითად შეაფასა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნეს გარემო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე "ბიზნესის კეთების სიმარტივე", რომლის ბოლო შეფასებაშიც, საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა. 

"საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია", – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს აქვს ბიზნესგარემოს მიმართულებით.

Comments
Loading...