დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტის თვეში ექსპორტის ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

416

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გასული თვის დამატებითი მაჩვენებლების ბრუნვის მხრივ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. 

"4,4% გამოვიდა თებერვლის მაჩვენებელი, ხოლო 2 თვის მაჩვენებელი გამოვიდა 4,8%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ჩვენ 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკამოდ კარგად მივდივართ.

მე მაქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად თვალ ვადენო გასული თვის დამატებითი ღირებულებების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

წინასწარი შეფასებით, მარტის თვეში კარგია ექსპორტის ზრდა. ეს გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები შესრულდება წარმატებით", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...