დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება

193

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება. შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება.

შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხაელ რუსი თბილისში, ქართულ-ბელარუსული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილ ლიფტების საწარმოს დაათვალიერებენ. საწარმოში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება მოხდება. ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.

Comments
Loading...