დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა

392

პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს გეორგ კარაბაჩეკს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, აქვთ ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო. 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისში საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნეს ფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.  

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ავსტრიის ფინანსური დახმარებით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. მათ შორის, გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობაზე. სამთო ინფრასტრუქტურის გარდა, თანამშრომლობა ასევე ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და ტყის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებითაც. 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ავსტრიის სავაჭრო პალატის ოფისის ხელმძღვანელი ანა ლატარია. 

Comments
Loading...