დიდ ბრიტანეთში პირველად, მფრინავი ტაქსის პროტოტიპი წარადგინეს

133

დიდ ბრიტანეთში პირველად, ელექტრონული მფრინავი ტაქსის პროტოტიპის დემონსტრაცია მოახდინეს, რომელსაც ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის ფუნქცია აქვს. The Times-ის ცნობით, ეს ქვეყანაში პირველი მსგავსი მოწყობილობაა. პროექტზე კომპანია Vertical Aerospace მუშაობს. მსგავსი ტიპის მანქანებმა მიიღეს დასახელება eVTOL (electric vertical take-off and landing).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე შესაძლებელია მფრინავი ტაქსის წარმოებაში გაშვება და უახლოეს 4 წელიწადში მათი გაყიდვებიც დაიწყება. მანამდე საჭირო იქნება ნებართვის მოპოვება იმ ორგანოებისგან, რომლებიც ფრენის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს. ჩანაფიქრის მიხედვით, ტაქსის ფრენის უკვე არსებული წესების მიხედვით შეეძლება მოქმედება.

Vertical Aerospace-ის ტრანსპორტს 4-მდე მგზავრის გადაყვანა და 186 კმ/სთ-ით გადაადგილება შეეძლება. მოწყობილობა აღჭურვილია ოთხი ვერტიკალურად განლაგებული ვინტით და იგი 150 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას შეძლებს. მისი ურო მძლავრი ვარიანტი, რომლის გამოშვებაც გარკვეული დროის შემდეგ არის დაგეგმილი, შედარებით მძლავრი იქნება და უფრო დიდი მანძილის, 800 კილომეტრის დაფარვას შეძლებს.

Vertical Aerospace ბრიტანელი მეწარმის სტივენ ფიცპატრკის მიერ 2016 წელს დაარსდა. იგი დარწმუნებულია, რომ მფრინავი ტაქსები განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ქალაქებს შორის გადაფრენის დროს.

მსგავსი მექანიზმების შექმენით აქამდე დაკავებული იყო მთელი რიგი კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითისთვის, Uber-მა უკვე დაასრულა NASA-სთან ერთობლივი კონტრაქტი პილოტირებული მფრინავი ტაქსის შექმნასთან დაკავშირებით. Uber-ი 2020 წლისთვის ელექტრონული მფრინავი ტაქსების გამოცდას დაიწყებს, ხოლო ექსპლუატაციაში მათ 2023 წლისთვის გაუშვებს.

ავტომეწარმე კომპანია Rolls Royce კი უკვე მუშაობს eVTOL-ის ტიპის აპარატზე. შესაბამისი მოწყობილობა, კორპორაციამ მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა. აპარატი 5 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და 400 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს.

Comments
Loading...