დიდუბის ავტოსადგურთან “სენტას” ახალმა ავტოგასამართმა სადგურმა “გალფი” ჩაანაცვლა

366

თბილისში "სენტას" ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. დიდუბის ავტოსადგურთან არსებული "გალფის" ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა შეეძლებათ.

ახალი ბენზინგასამართ სადგური, ისე როგორც სენტას მთლიანი ქსელი, ბაზარზე გამოირჩევა მაღალი ხარისხის საწვავით და სხვა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებთან შედარებით, დაბალი ფასებით. მაგალითისთვის, ახალი სადგურის ადგილას მანამდე არსებული "გალფის" ბრენდის საწვავისაგან განსხვავებით, "სენტას" ფასები სხვადასხვა სინჯის საწვავზე დაახლოებით 20-30 თეთრით ნაკლებია. 

"სენტას" ავტოგასამართი სადგურის გახსნა "გალფის" ნაცვლად ხანგძლივი შრომის შედეგია. სასამართლო დავას "სენტა პეტროლიუმ ჯორჯია" სამართლიანობის აღსადგენად აგრძელებს და უზენაეს სასამართლოში უკვე დასკვნით ფაზაშია. ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და "სენტა" მომავალში კიდევ უფრო მეტ სადგურზე შესთავაზებს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავს დაბალ ფასად.

Comments
Loading...