დე ფაქტო ყირიმმა და სირიამ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

36

დე ფაქტო ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსენოვმა და სირიის ეკონომიკისა და საგრეო ვაჭრობის მინისტრმა სამირ ალ-ჰალილმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა ამისა, სირიის ხელისუფლება და დე ფაქტო ყირიმის ე.წ. ხელისუფლება, ნახევარკუნძულზე ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიისა და სირიის სავაჭრო სახლის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ტურიზმის, ბიზნესის, კულტურის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

დელეგაცია ყირიმიდან, აქსენოვის ხელმძღვანელობით სირიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 15 ოქტომბერს ჩავიდა. დამასკოში აქსენოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა.

Comments
Loading...