დეფექტიანი დეტალების გამო, Subaru-მ იაპონიის საწარმოს მუშაობა შეაჩერა

44

საავტომობილო კომპანიამ Subaru, იაპონიაში არსებულ თავის ერთადერთ ქარხანაში, დეტალებში აღმოჩენილი დეფექტის გამო, მუშაობა შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ექსპლუატაცია 16 იანვარს შეჩერდა. ავტომობილის დეტალებში მათ დეფექტი აღმოაჩინეს, რის გამოც, კომპანიამ წარმოება შეაჩერა. გაუმართაობა აღმოჩენილი იქნა საჭის ელექტრო-გამაძლიერებელში. დეფექტი 10 000 დეტალს შეეხო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის გამომწვევი მიზეზის დადგენა და რომ კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებენ.

დეფექტი შეეხო მოდელებს Forester, Impreza და XV. ამასთან, შეჩერებულია სხვა მოდელების წარმოებაც, ვინაიდან მათი აწყობა ერთი და იგივე პლატფორმაზე მიმდინარეობს. კომპანია აცხადებს, რომ აგრეთვე გამოიძიებს, შეეხო თუ არა დეფექტი აშშ-ში არსებულ ქარხანას.

მომხდარის შედეგად, Subaru-ს აქციები თითქმის 7%-ით დაეცა, თუმცა შემდეგ ცოტა აიწია. დღის შუა პერიოდში კი, აქციები 2,6%-ით დაეცა.

Comments
Loading...