დენიელ პოტაში: გარე ძალების ჩარევის შემდგომ, ნამახვან ჰესის პროექტზე განხილვა გასცდა იმ დავას კარგი პროექტია ის თუ ცუდი

5

საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორმა დენიელ პოტაშმა Forbes Talks-თან ვრცელ ინტერვიუში ქვეყანაში ენერგეტიკაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტი კარგად იყო მომზადებული და მისი ინვესტორი კომპანია ENKA-ც სახელმწიფომ გამჭვირვალე კონკურსის შედეგად შეარჩია, თუმცა ფაქტმა, რომ პროექტის განვითარება შეჩერდა, მომავალში სხვა ინვესტორებიც შეიძლება დააფრთხოს, რომელთაც ქვეყანაში მსხვილი და კაპიტალტევადი პროექტების განხორციელება სურდათ.

“დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს – მათ, ვინც საქართველოში გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას ფიქრობს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი – როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი – ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული; მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული – ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით “შორთლისტში” – კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა. ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას – ნამახვანი კარგი პროექტია თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი.

ვფიქრობ, ჩვენი პროექტი შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, როგორც ნამახვანის, ისე სხვა პროექტებთან მიმართებით. ამ ტიპის კომუნიკაცია აგებულია ნდობაზე. ნდობა კი ეფუძნება კომუნიკაციასა და პატივისცემას. გარე თვალისთვის – დიახ, შესაძლოა, სულ იყვნენ დავაში ჩართული მხარეები, რომლებიც ცდილობენ დავაში სრულიად არალეგიტიმური მიზნებით ჩართვას – ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევძლოთ დებატი მთავარ თემაზე ფოკუსირებული დარჩეს და ამოსავალი იყოს, რა არის საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის,” – ამბობს დენიელ პოტაში.

წყარო: https://bm.ge/ka/article/namaxvanhesis-shemtxveva-investorebs-daafrtxobs—usaid/93779

Comments
Loading...