“დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი” ტრენინგებს იწყებს

365

ააიპ "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" 3 ივნისს 11:00 საათზე იწყებს ტრენინგების ციკლს პოლიტიკური პარტიებისთვის-"ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის".

ტრენინგები ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ პარტიების მომზადებას საარჩევნო პროცედურებისთვის. მის: ქ. თბილისი გოგოლაურის ქ #16 GSG სასტუმრო http://gsghotel.com/about-us/contacts/; საკონტაქტო პირი: მერი კაპანაძე 599651017 მაგდა კოტრიკაძე 599 070907

პროექტის ფარგლებში, თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსების განვითარების, პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, თანამშრომლურ და მრავალპარტიულ გარემოში ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო სისტემები, არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება, კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები, წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა და სხვა აქტუალური საკითხები.

ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართება მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ საარჩევნო საკითხებზე ტრენინგების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.

პროექტის შედეგად მოხდება პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი და თანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.

Comments
Loading...