დეკემბერში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.3 მლრდ ლარით გაიზარდა

31

დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3.4 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 39.7 მლრდ ლარს მიაღწია.

2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

Comments
Loading...