დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

70

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.

ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი, სამშენებლო კომპანიების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და საკრებულოს, სემეკისა და შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლები.

სემეკის წევრმა მაიამ მელიქიძემ სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს და განაცხადა, რომ მისასალმებელია კომპანიების მიერ ორგანიზებული მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გაზიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებსა და უსაფრთხო და საიმედო გაზიფიცირების პროცესზე.

Comments
Loading...