დეველოპერულ კომპანია m 2- სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს.

სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m 2 -ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m 2 -მა და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება“.

Comments
Loading...