დედაქალაქის მერია 10 000 ავარიულ სახლს ჩაანაცვლებს

10

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ წადგენილი 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობების განახლების პროგრამის ფარგლებში, ამ შენობების განახლების ხარჯებს სრულად მერია დაფარავს.

„გვაქვს 10 000- მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძემ აღნიშნა, რომ 4 წელიწადში 10 000-მდე შენობა-ნაგებობის განახლება შეუძლებელია, თუმცა ეს პროგრამა შემდგომ ხელისუფლებასაც დარჩება.

Comments
Loading...