დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება

4

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მილიონისგან, დონორებისგან მოზიდული თანხები კი დაახლოებით 230 მილიონია და ჯამურად შუალედური ბიუჯეტი 1,4 მილიარდს შეადგენს.

„როდესაც ჩვენ 2017 წელს მოვედით ქალაქის მთავრობაში ბიუჯეტი შეადგენდა 820 მილიონს და ავედით მილიარდ 200 მილიონზე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ ადამიანებსა და ოჯახებს, ვისაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობის მიზანია საბოლოო ბიუჯეტი მილიარდ 700 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. მისი თქმით, დამატებით თანხების მოძიების მიზნით თბილისის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Comments
Loading...