დებატებში წარმატებული მოსწავლეების და აქტიური სკოლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

9

27 ივლისს 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა დებატების ტურნირის  საუკეთესო  სპიკერების  და  ფინალისტების,  ასევე  პროექტში  ჩართული წარმატებული  სკოლების დაჯილდოების  ცერემონიალი.  ღონისძიება, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში  გაიმართა,  ჩატარდა  გუდავაძე-პატარკაციშვილის   ფონდის  მიერ  მხარდაჭერილი „საქართველოს   დებატებისა  და  განათლების   ინსტიტუტის“   (GIDE)  პროექტის  „დებატები უკეთესი განათლებისთვის“  ფარგლებში.  სერიტიფიცირების  ცერემონიალს  დაესწრნენ  და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

 

  • ეკატერინე  დგებუაძე   –  საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის მოადგილე
  • დავით სონღულაშვილი  – დარგობრივი  ეკონომიკისა  და  ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
  • დალი მინდიაშვილი – გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
  • ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარაკაციშვილის  ფონდის დირექტორი
  • გაბრიელა მანისტა – პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი

„დებატები  მუზეუმში“  მოიცავდა  მასშტაბურ  დებატების  ტურნირსა  და საჯარო  დებატებს, რომლებიც ჩატარდა საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა მუზეუმში და ონლაინ ფორმატში. მასში ჩაერთო 500-მდე მონაწილე მთელი ქვეყნიდან, რომელთა მოდებატეები სხვადასხვა წარმატებული  სკოლის  აქტიური  დებატკლუბის  წევრები  არიან.  პროექტი  ხორციელდება

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში”  მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას,  როგორიცაა:  კონსტრუქციული  მსჯელობა,  არგუმენტაცია,  მასალების  მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

Comments
Loading...