2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% – უცხოელი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდლი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
- გერმანიიდან;
- პოლონეთიდან;
- ისრაელიდან;
- უკრაინიდან;
- რუსეთიდან.
9 თვისმონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:
- პრომეთეს მღვიმე;
- მარტვილის კანიონი;
- ყაზბეგის ეროვნული პარკი;
- ოკაცეს კანიონი;
- თბილსის ეროვნული პარკი.
რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს: დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.