დანელია: ინფრასტრუქტურის მინისტრი იმ რეგიონებში ერთხელაც არ ჩასულა, რომელსაც ფაროსანამ გადაუარა

270

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს ფაროსანას პრობლემასთან დაკავშირებით უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ზურაბ ალავიძე ფაროსანას პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიის სხდომებს არ ესწრება, არც იმ რეგიონებში ჩადის, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.

"მინდა შევეხო დიდ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, აზიურ ფაროსანაზეა საუბარი. მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიბებეს გეგმავს. ლევან დავითაშვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, გაწეული სამუშაოსა და კარგად მომზადებული გეგმისთვის.

თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული შეპრობლემა, რომელიც ჩვენ გვექმნება მიმდინარე წელს. შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს , გურიას აჭარას, პრაქტიკურლად გადაურარა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრატსრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, და ის ერთხელაც არ მინახავს მე ჩასული რეგიონში", – აღნიშნა ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

Comments
Loading...