დანელია ზურაბ ალავიძეს ფაროსანას პრობლემასთან დაკავშირებით უყურადღებობაში ადანაშაულებს

210

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით ფაროსანას პრობლემა ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

დეპუტატმა ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამ საკითხთან დაკავშირებით უყურადღებობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის, ფაროსანას პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიის სხდომებს არ ესწრება, არც იმ რეგიონებში ჩადის, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.

"მინდა შევეხო დიდ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, აზიურ ფაროსანაზეა საუბარი. მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიბებეს გეგმავს. ლევან დავითაშვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, გაწეული სამუშაოსა და კარგად მომზადებული გეგმისთვის.

თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული შეპრობლემა, რომელიც ჩვენ გვექმნება მიმდინარე წელს. შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას აჭარას, პრაქტიკურლად გადაურარა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრატსრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, და ის ერთხელაც არ მინახავს მე ჩასული რეგიონში", – აღნიშნა ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, უწყებათაშორის კომისიას უხელმძღვანელოს. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ ფაროსანას პრობლემა არაფრით ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ბორჯომში ხანძრის დროს შეიქმნა.

"მე მოვუწოდებ პრემიერს, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არ არსებობს, ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და იგივე დოზით კონსოლიდაცია მთვრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ღონისძებების ეფექტურად გატარებას  სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი",- განაცხადა ოთარ დანელიამ.

Comments
Loading...