დამწყები დიზაინერი მაღაზია-სალონს ხსნის

743

12 დეკემბერს, პეკინის 44ბ-ში, დამწყები დიზაინერის, ანანო გელოვანის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია-სალონის "დიზაინის სამყაროს“ პრეზენტაცია გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მის მირ შექმნილი საახალწლო ნივთები და სუვენირები, ქალის სამოსი და ულამაზესი თავშალები.

ანანო გელოვანი ხელოვნებით საკმაოდ პატარა ასაკიდანაა გატაცებული.  სამკაულებსა და დეკორატიულ ნივთებს, აქამდე მხოლოდ მეგობრებისთვის ქმნიდა. რას იხილავს დამთვალიერებელი ღონისძიებაზე, ამაზე ანანო თავად საუბრობს.

"ძალიან ვღელავ, 12 რიცხვი ახლოვდება. ვემზადებით გახსნისთვის და გვინდა, რომ დამთვალიერებელი კმაყოფილი დარჩეს. დიდი ხანია ხელით ვამზადებ ნივთებს, თუმცა აქამდე მხოლოდ მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. სწორედ მათი რეკომენდაციის შემდეგ, გადავწყვიტე გამეხსნა საკუთარი მაღაზია-სალონი, სადაც ჩემს მიერ დამზადებული ნივთები მოიყრის თავს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მედგა გვერდით. იმედს ვიტოვებ, დამთვალიერებელი კმაყოფილი დარჩება და მოიწონებს ჩემს კოლექციას.

თითოეული ნივთის დამზადება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ყველაფერი, რასაც  დამთვალიერებელი  „დიზაინის სამყაროში“იხილავს, ხელნაკეთია. გვაქვს ულამაზესი პალტოები, ქვედაბოლოები, თავშალები, კაბები და სხვადასხვა ნივთები. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირაში ახალი წელია, გვაქვს საახალწლო ნივთები და სუვენირები. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელითაა დამზადებული", – განაცხადა ანანო გელოვანმა.

მაღაზია-სალონი "დიზაინის სამყარო", სადაც ანანო გელოვანის ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი, პეკინის 44 ბ-ში მდებარეობს. პრეზენტაცია 12 დეკემბერს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

Comments
Loading...