დამატებითი 4 000 000 კვ.მ მწვანე სივრცე ქალაქისთვის და სატყეო ზონა 138 266 255 კვ.მ-ზე – თბილისის მერიის ურბანული პოლიტიკის შედეგი (ვიდეო)

5

კახა კალაძისა და მისი გუნდის მენეჯმენტის პირობებში, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არაერთი ფუნდამენტური რეფორმა და უამრავი პროექტი განხორციელდა. შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში თბილისის მერიამ ვიდეორგოლის სახითაც წარუდგინა საზოგადოებას.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის შედეგები თავად გააცნო საზოგადოებას.

მისი თქმით, გადადმულ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმა. ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონა აღდგა, ქალაქს დამატებით 4 000 000 კვ. კმ მწვანე სივრცე და დამატებით 5 ახალი საპარკო არეალი შეემატა.აიკრძალა მშენებლობის ნებართვები სკვერის, პარკისა და სპორტული სივრცის ტერიტორიაზე.

გენერალური გეგმის მიხედვით თბილისის ტერიტორიების 138 266 255 კვ.მ-ზე გავრცელდა სატყეო ზონა და განაშენიანებაას გადაურჩა ისეთი მწვანე სივრცეები, როგორიცაა: დიღმის ტყე-პარკი, კუს ტბა, კორტები, სპორტის სასახლე, ვაკის პარკი და ანბანის სკვერი.

Comments
Loading...