დავით ნარმანია: ტარიფების მატება არ იგეგმება

6

ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

“ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მისი ცნობით, 2021 წელს ჯამში 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Comments
Loading...