დავით ზილფიმიანი: არავისზე ნაკლები ოპოზიციონერი ვარ, ეს წიწი-მიწი უნდა დამთავრდეს, სამარცხვინოა!

7

მე ბევრჯერ ვთხოვე ქართულ ოცნებას და დღესაც იმავეს ვიტყვი, დაირაზმონ და ჩააგდონ, არ შეუჩერონ უფლებამოსილება დეპუტატებს. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა „აიპრესთან“ განაცხადა.

დეპუტატი ასევე უწოდებს „მოქალაქეებს“ ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

„დღეს უნდა ჩავარდეს ეს საკითხი, არ უნდა შეუჩერდეს დეპუტატების უფლებამოსილება. და მეორე, მე თავს შევიკავებდი ყოველგვარი ეპითეტებისგან ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ასე ვთქვათ მონათვლა და შემკობა. მაგრამ, მათ სინდისზე იყოს, არავისზე ნაკლები ოპოზიციონერი ჩვენ არ ვართ, პირიქით, შესაძლოა მათზე გაცილებით კონსტრუქციულები ვიყოთ. წარმატებებს ვუსურვებ ალეკო ელისაშვილის გუნდსაც. ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული ადამიანის გადაწყვეტილება დასაფასებელია და ეს წიწი-მიწი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ სამარცხვინოა.“ – განაცხადა დავით ზილფიმიანმა “აიპრესთან”.

Comments
Loading...