დავითაშვილი: საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე ავედით

7

„ჩვენ საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე ავედით, რამაც შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობები და მოქნილობა, მათ შორის ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, მათ შორის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როლებიც ძირითადად ფინანსდება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. შესაბამისად, ეს მოქნილობა ქვეყნისთვის აუცილებელია სწორი განვითარებისთვის. მათ შორის ჩვენს სფეროშიც. ჩვენ გვაქვს გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი საირიგაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კერძოდ, წყალსაცავების, რომელიც აუცილებელია ქვეყნის წყალუზრუნველყოფისა და წყლის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა, ბევრი პროექტის განხორციელებას ართულებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერ-მინისტრის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება, მითითება, სურვილი, რომ ეტაპობრივად, შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაწყებულიყო ვალის შემცირება. როცა მიღებული იყო გადაწყეტილება ევროკავშირის კონკრეტულად ამ ტრანშთან დაკავშირებით, მთავრობა ხელმძღვანელობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Comments
Loading...