დაბა სტეფანწმინდაში ავტოსადგომის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა

264
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 20 წლის ვადით, იჯარით გაცემის მიზნით გამოიტანა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69 762  კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
 
საინვესტიციო პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე  700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის, ასევე მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის მქონე ობიექტების, მათ შორის, კვების ობიექტების მოწყობა. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით გამარჯვებულმა  უნდა განხორციელოს მინიმუმ 600 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 30 ადამიანი.
 
უძრავი ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა შეადგენს – 21 000 ლარს.
Comments
Loading...