გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 11 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

32

მიმდინარე წლის 11 სექტემბრის დილის 12:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ქალაქ გურჯაანს, სოფელ გურჯაანს, ძირკოკს, ჭანდარსა და ვეჯინს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 სექტემბრის 16:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...