გუაიდომ, ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ განაცხადა

33

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მეთაურმა ხუან გუაიდომ, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა, აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVS-ის და მისი ამერიკული განყოფილების Citgo-ს ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ განაცხადა.

შესაბამის განცხადებას გუაიდო თავის ოფიციალურ ტვიტერზე ავრცელებს.

“უნდა დაიწყოს PDVSA-ისა და Citgo-ს დირექტორთა საბჭოს ცვლილება, რაც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ჩვენი წარმოება”, – წერს გუაიდო.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია, რათა ქვეყანამ კომპანია Citgo თავის საკუთრებაში შეინარჩუნოს.

PDVSA-ს ობლიგაციების მფლობელებმა, რომელთა გამოსყიდვის ვადაც 2020 წელს იწურება, აპრილის ბოლოს 72 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხელფასი უნდა მიიღონ. აღნიშნული ობლიგაციები უზრუნველყოფილია Citgo Holdings-ის აქციები პაკეტით, რომლის მოცულობაც 50,1%-ია. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ანაზღაურება არ მოხდება, კრედიტორები კომპანიაზე კონტროლს მოიპოვებენ.

Comments
Loading...