გოცირიძე: ლარის გაუფასურებაში მთავრობა და ეროვნული ბანკია დამნაშავე

68

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, რუსთავი2-თან საუბრისას აცხადებს. 

"როდესაც ქვეყანაში არის ტურისტების მოზღვავება, როდესაც იზრდება ექსპორტი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები დიდძალ ფულს რიცხავენ უცხოეთიდან და ამ მომენტში ლარი ეცემა ეს იმას ნშნავს, რომ ამაში დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკია. 

როდესაც ერთი და იმავე მოვლენა მეორდება წლების განმავლობაში – ასე იყო შარშანაც, ასე იყო შარშანწინაც და ყოველ წელს აბრალებენ რაღაცას. ხან უცხოურ კრიზისებს, ხან თურქეთს აბრალებენ. რატომ არ მოქმედებს თურქეთის კრიზისი სომხეთზე ან აზერბაიჯანზე?

ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისაგან "-აცხადებს გოცირიძე. 

Comments
Loading...