გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე: ფასები გაიზრდება, განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე, რომლის იმპორტიც ხდება

37

ამის შესახებ ეკონომისტი ლაშა გოცირიძე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საუბრისას “რუსთავი 2”-თან აცხადებს.

“ბუნებრივია, პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა მოლოდინები სავარაუდოდ ისევ გაუფასურებისკენ წაიყვანს ლარს.

შედეგები რა შეიძლება იყოს, პირველ რიგში, ყველაზე მოკლევადიანი შედეგი არის ის, რომ ფასები გაიზრდება და განსაკუთრებით გაიზრდება იმ პროდუქციაზე, რომლის იმპორტიც ხორციელდება საქართველოში.

გრძელვადიანი შედეგების შემთხვევაში, ნეგატიური შედეგი არის ის, რომ ეკონომიკას სჭირდება სტაბილური კურსი”, – აღნიშნავს ლაშა გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა, ერთი აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში 2.71 თეთრი ღირს.

Comments
Loading...