გორში “საქართველოს მელიორაციაში” მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრეს

338

"საქართველოს მელიორაციაში" მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის გაზრდას და შედეგად, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან  დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...