გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 13 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

107

მიმდინარე წლის 13 ივლისის დილის 10:00 საათიდან ივლისის საღამოს 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში კერძოდ, დიცში, ტირძნისში, ტყვიავსა და ბროწლეთში გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შსახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 13 ივლისის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...