გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 30 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

129

მიმდინარე წლის 30 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ბროწლეთში, ტირძნისში, ტყვიავსა და დიცში გაზმომარაგება შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 30 მაისის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...