გორდონ მაკვინი: ხალხს უნდა გავუუმჯობესოთ მომსახურება

408

კომპანია Truvox International-ის  გახლავთ კომერციული და ინდუსტრიული საწმენდი მანქანების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც დაარსდა 70 წლის წინ და აწარმოებს დისტრიბუციას 70-ზე მეტ ქვეყანაში. ხარისხისა და კონკურენტული ფასების წყალობით, ვფიქრობთ, რომ ის იოლად დაიმკვიდრებს თავს ქართულ ბაზარზე.

"ტრუვოქსის" საერთაშორისო გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი  გორდონ მაკვინი  სუფთა სამყაროს  ეწვია.

– რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?

– მე ჩამოვედი იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო სუფთა სამყაროს, გავეცნო ბაზარზე თქვენს აქტივობებს და რაც მნიშვნელოვანია, გავიგო თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ მომხმარებელთან არსებული პრობლემების გადაჭრაში.

– რა არის თქვენი კომპანიის პროდუქციის უპირატესობა და რით განსხვავდებით სხვა კომპანიებისაგან, დილერებისაგან და  მწარმოებლებისგან

– ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ჩვენივე  ნაწარმი –  როტორები: იატაკის მანქანები, საპრიალებლები,  ხალიჩის სარეცხი მანქანები.  იმდენად ძლიერი ადგილი გვიჭირავს ბაზარზე, რომ ჩვენივე  კონკურეტებისთვისაც კი ვაწარმოებთ  აღნიშნულ მანქანებს, რომელსაც შემდგომში ისინი ყიდიან თავისი ბრენდის სახელით.  ჩვენ ვაწარმოებთ  7  მსოფლიო დონის ორგანიზაციისთვის  და ხალხმა იცის, რომ ტრუვოქსის ყველა ეს მანქანა არის ძლიერი, გარანტიით და ნამდვილად სანდო პროდუქტი. ასევე სუფთა სამყაროს მეშვეობით, ჩვენი პროდუქცია შეუძლია შეიძინოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს , მცირე თუ დიდი ბიზნესის მქონე ადამიანს.

კომპანია ასევე ახორციელებს ექსკალატორის გამწმენდების და მშრალი წმენდის აპარატურის ექსპორტს.

– თქვენი პროდუქცია ფართო წრისთვის არის განკუთვნილი თუ კერძო პირებისთვის, რამდენად დიდია თქვენი მასშტაბი?

– ჩვენი პროდუქცია ბაზარზე  არის გათვლილი „Be to Be”-ს პრინციპით ანუ "ბიზნესი ბიზნესისთვის" თუმცა რის საინტერესო პროდუქტები ჩვენს ასორტიმენტში რომელიც ძალიან გამოსადეგი და მოხერხებულია კერძო პირებისთვის.

მაგალითად ჩვენ ვნერგავთ პროდუქტის ახალ ხაზს სწორედ საყოფაცხოვრებო მიმართულებით- ინოვაციური მანქანა ბატარეის გარეშე, რომლის ექსპორტი განხორციელდება მსოფლიო მასშტაბით.  ეს არის ნახევრად პროფესიონალური მოწყობილობა, რომელიც იწონის სულ რაღაც 5 კილოგრამს და იდეალური საშუალებაა დიასახლისებისთვის.

MULTIWASH მულტიფუნქციური, იატაკების სამწმენდი აპარატი განკუთვნილია  ნებისმიერი მყარი ან რბილი ზედაპირის მქონე იატაკისთვისაც კი. ანუ ერთი მოწყობილობით შეგიძლიათ დაასუფთავოთ ნებისმიერი ტიპის იატაკი, განსხვავებული ჯაგრისებით.

გარდა ამისა გირჩვედით ჩვენს პროფესიონალურ მტვერსასრუტებს. საყოფაცხოვრებო დანიშნულების მტვერსასრუტებისგან განსხვავებით ის არის უფრო მძლავრი და გამძლე.

– რითია საინტერესო თქვენთვის საქართველოში მუშაობა?

– საქართველოში პროფესიონალური დასუფთავება არის შედარებით ახალი მიმართულება და ის ვითარდება ძალიან დინამიურად. ჩვენ  გვჭირდება სწრაფი ტემპი რათა დაგეხმაროთ ამ ბაზრის ათვისებაში. პოტენციალი დიდია, ინვესტიცია ახალია და ხალხს უნდა გავუუმჯობესოთ მომსხურება.

Comments
Loading...