“გლობალური მშვიდობის ინდექსში” მშვიდობიანობის 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა

6

ტრანსეროვნულმა კვლევითმა ორგანიზაცია “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა” გლობალური მშვიდობის ინდექსის 2022 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს 163 ქვეყანაში მშვიდობიანობის დონეს ასახავს.

ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა 3 ძირითადი მიმართულებით:

1. მილიტარიზაცია
2. საზოგადოების დაცულობა
3. შიდა და გარე კონფლიქტები

ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 95 ადგილზეა „საშუალო მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წლის შეფასებით რეიტინგის უკანასკნელი ოცეულში იყო “ნაკლებადმშვიდობიანი” ქვეყნის სტატუსით.

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ ინდექსის დაარსების წლიდან მშვიდობიანობის გრძელვადიანი, 14 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი პირველად 2008 წელს, აგვისტოს ომამდე გამოქვეყნდა და მასში რუსეთ-საქართველოს 2008 კონფლიქტი ასახული არ იყო.
2012 წელთან შედარებით მშვიდობიანობის 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, ინდექსს „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი“ აწარმოებს და ეფუძნება შემდეგი ორგანიზაციების კვლევებს:
United Nations, Economic intelligence unit; Institute for Criminal Policy Research at Birkbeck, University of London; Gallup World Poll; Stockholm International Peace Research Institute (SIPRI); და ა.შ.

Comments
Loading...