გიორგი ჭირაქაძე: უცხოელი ინვესტორების შეზღუდვა არ შეიძლება ხდებოდეს

449

ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე და წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან, სადაც კონსტიტუციურ ცვლილებებზე იქნება საუბარი. პარლამენტის ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, შესაძლოა უცხოელებს აეკრძალოთ საქართველოში მიწის შეძენა, ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ეს აკრძალვა შეაფერხებს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

"უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და ჩვენ ამ პოზიციას დავიცავთ. არ შეიძლება უცხოელების შეზღუდვა, ძალიან ბევრ ბიზნესსა და ადგილობრივ ქართულ ბიზნესს ჰყავს უცხოელი ინვესტორები, ეს კი გამოიწვევს ქართველი ბიზნესმენების გაჩერებას, ინვესტიციების შეფერხებასა და პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.

ბიზნეს ასოციაციას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ უცხოელი ინვესტორების შეზღუდვა არ შეიძლება ხდებოდეს. რა საკვირველია, მოვისმენთ მათ პოზიციას, მაგრამ ბიზნეს ასოციაციას აქვს პოზიცია, რომ ზოგადად შეზღუდვების დაწესება კარგი არ არის", – გიორგი ჭირაქაძე.

Comments
Loading...